step up მან – სან – კან -ისკენ

მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს… მწვავე რე…. ირაკლი გაჩუმდი! უკვე მერამდენედ იმეორებს ჩახვეული კასეტასავით ერთი და იგივეს ირაკლი და მიუხედავად გარშემომყოფთა უკმაყოფილებისა, მაინც თავისას აგრძელებს.

რამდენი რამე გინდა რომ არ დაეტიოს გოლებთან.. რამე და ვინმეც 🙂 

გახურებული მან-სან-კანის რეპეტიცია, მზადება გამოსვლისთვის… 8 საათზე დასაწყები, 10 – ზეც არაა დაწყებული. სად არის ვახო, გოგა? უკვე მე-20-ჯერ რეკავენ თითოეულთან. “15 წუთში მანდ ვიქნები” – პასუხი დამაიმედებელია, მაგრამ არა საიმედო. 10-ჯერ 15 გადის და გერმანული პუნქტუალობით დაჯილდოვებულები 15 წუთში მომსვლელებს ელოდებიან.

გიორგი მოსიარულე ფოსტაა, ოღონდ ელექტრონული. ამ ფოსტის მომხმარებლებს მისი 2 ტელეფონიდან იმით სარგებლობენ მუდმივად, რომელიც მაგთიზე, ბალზე და ბანზე გადის იაფ კავშირზე 🙂 “გიო, გადმომიგდე მაგთიზე დასარეკი!”, “გიო, ბალზე მინდა დარეკვა!” შენ, ბიძია ჯოხთაბერიძის საყვარელი ხომ არ ხარ შემთხვევით? კითხულობს ამ ფოსტით ჯერჯერობით არ მოსარგებლე პირი და თვითონვე ეცინება თავის ნათქვამზე. გიოს გოგოები მოსწონს, აბრალებენ რაღაცას:) 

ლოდინი უკვე ძალიან დამღლელია. ჩემი ხელით მოვკლავ! – იმუქრება ჯერჯერობით ჭიანჭველაზე ფეხ არ დადგმული ანი და  ამ დროს თვითონაც დარწმუნებულია თავისი ნათქვამის არარეალურობაში. მოკალი, მეტის ღირსია! – ეთანხმებიან გულში დანარჩენები და 21-ჯერ იკრიფება გოგას ნომერი. მთვრალია ეს ! რომ არ დაელია, მოკვდებოდა?! 

ფეხზე ძლივს მდგომი ლოდინის ობიექტი აქეთ ედავება თავს დამცხრალ მომლოდინეებს და… მისი ბედი გადაწყვეტილია! მორჩა, გოგა აღარ თამაშობს (დიდად არ უნერვიულია ობიექტს)! განაჩენი გასაჩივრებას აღარ დაქვემდებარებია. 

ვიწყეეებთ! დაიკავეთ საწყისი პოზიციები!!!!!!! შენიშვნები უმეტესად ისევ ირაკლის მისამართით არის უხვად. ბიჭო, რა მიუნხენის “ბაიერნი” და ოზურგეთის “დინამო”? ოზურგეთის “მერცხალი” და ლანჩხუთის “გურია”! იქაც შეგეშლება! შეუსმენელ მოზარდს არაფერი ესმის და მაინც თავისას აგრძელებს. 

ეს ყავის მადუღარაა? – კითხულობს გურამი ჩაის მადუღარაზე:) არა, ჩაის! 

მე და ანი სამზარეულოში გავდივართ და ყავას ვადუღებთ. ყავა არ მინდა, “რეკვიზიტები” მომაწოდეთ! – ყვირის იკა. აჰა, და მოისვენე 🙂  პარკით აძლევს ანი “პეჩენიას”  

ვაგრძელებთ! ე, ბიჭო, მოკვდი ახლა დროზე, იქ არ გაგეცინოს, თორემ ბოლო იქნება, რასაც ცხოვრებაში გააკეთებ! 🙂 არ ვიცი, შეეშინდა თუ რა, მაგრამ “მკვდარი” შესანიშნავად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას:) 

ჰე, ახლა:) გენერალური გავიაროთ! ჯავახიშვილის მე-2 კორპუსის წინ მსხდომთ მარტის ცივი მზე ათბობთ. ირაკლი თქვი “ყანყალებდა”, უხდება სიტუაციას, – უკვე მერამდენედ ვახსენებ, ის კი ჯიუტად არ ამბობს. შეაყარე კედელს ცერცვი! :))) ვფიქრობ გულში მაგრამ, მაინც არ ვაპირებ დანებებას. ჩემმა ცდამ ამაოდ ჩაიარა:( 🙂 

სიცხისგან შეწუხებულ გიოს და იკას მოსწყურდათ და იქვე ახლოს მდგომ ჯიხურში მივიდნენ წყლის საყიდლად. უფერო და უსუნო აქ გაქვთო? გამყიდველს გაოცებისგან და ინტერესისგან თვალები გაუფართოვდა  🙂 

ცოტას ნერვიულობენ, მაგრამ არ ეტყობათ, ბუნებრივიცაა.. საათიანი ლოდინის შემდეგ სოფო და ზვიო გამოჩნდა კიბეებთან. გონებაში გურულების სულსწრაფობას და გერმანელების პუნქტუალობას ვადარებ და მეცინება:) ანი სოფოსთვის სახელდახელოდ ნაყიდ ყვავილს ადრესატს აძლევს და ცხონებული კლარას დაწესებულ დღესასწაულს ულოცავს:) 

გამოსვლამ ასე თუ ისე, ნორმალურად ჩაიარა. ლიგაში თუ ვერ გადავალთ, ეს სიცილი მაინც შეგვრჩება – იცინის ირაკლი, ამჯერად ყველა ეთანხმება. 

P.S. აქ თუ ვერ გადავედით, “კოზანოსტრაში”, ან “VIP” – ში მივალ, რომ არ ვითამაშო, არ შემიძლია – გზაში მე და ანის გვიმხელს ირაკლი და ორივე მხრიდან ესმის: მო-ღა-ლა-ტეეე!!!!!!!!!! :))))))))))))) 

1 thought on “step up მან – სან – კან -ისკენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s