Monthly Archives: აპრილი 2012

19 აპრილი

აღდგომის “არდადეგების” შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე უნივერსიტეტამდე 🙂 ქცევად ჩვეული ადრე მისვლა, უკვე გამიბათილეს ჩემმა გოგოებმა და მეც უკვე ოლო რეისს მივყვები ხოლმე:) არ გამოდგა ამ შემთხვევაში ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი… 🙂 

გოგოებს ველოდებოდი ამ დილითაც. აი, მოვიდა თემურის ლურჯა, კარგია, ბევრნი არ არიან, სიხალვათეა… ავტობუსში ავედი და გოგოებს დაველოდე. მორბიან და სანამ დაიძვრება ავტობუსი უკვე ჩემთან სხედან :* სამივე ძალიან მენატრებოდა, ერთი კვირის უნახავები მყავდნენ, ელი კიდევ უფრო მეტის. 

გავუდექით ხუდადოვს. ელი უკნიდან საეჭვოდ ცმუკავს, თიკოსაც სახეზე ეშმაკურ ღიმილს ვატყობ:) არ შევიმჩნიე და წინ შევტრიალდი 🙂 “თათი, გუშინ “ბარსამ” რა ქნა? მოიგო, თუ წააგო?” – ელის ხმა მესმის. “წააგო” – ვეუბნები გულდაწყვეტით. “არაუშავს”  და ელის გაცისკროვნებულ სახეს ვხედავ, რომელიც უკნიდან საათს მაწვდის. რეაქცია და ის გრძნობა არ შემიძლია გადმოვცე, რაც ჩემი საყვარელი გუნდის საათის დანახვით განვიცადე! არ არსებობს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შინაგანი ხმა და რეალობა კი “არსებობს”! არ შემიძლია! მეგონა ვიყვირებდი სიხარულისგან, მაგრამ არაა, არ ყოფილა ყვირილი საჭირო შენი სიხარულის გამოსახატავად:) გონზე არ ვარ:) ჭკუა არ მომეკითხება:) 

მე ყველაზე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში რომ თქვენ მყავხართ!!!! 

P.S. შეკითხვა # 1  შეყვარებული გყავს? 

        შეკითხვა # 2 რომელი საათია? 

        პასუხის დროს ორივე შეკითხვის ადრესატს ერთი და იგივე სახე აქვს: ბედნიერი:)))) Image

ცეკვავენ ვარსკვლავები

ოთხშაბათის საღამოა, “იმედზე” ახალი შოუ ახალ დაწყებულია. როგორც ყველა გადაცემა, ესეც დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ გადავახვიე და მოვემზადე საყურებლად 🙂 სილქნეტს ვუწევ რეკლამას :)) სამი დაბნეული წამყვანი, ჟიურის ხუთი წევრი(მათზე არაფერს ვიტყვი:) ) წამყვანები ამ გადაცემას ამშვენებენ:)) “სიყვარულის და ვნების ტური” – თუ რაღაც მსგავსის ტური ქვია 🙂 ოჰოჰო 🙂 ცეცხლს უნდა ველოდეთ 🙂 

პირველი გამომსვლელი – ლელა წურწუმია და მისი მეწყვილე. “ვინაა ეს შიშველი ქალი?”, კაბა ვინ შეუკერა ნეტა? – სერიოზული სახით კითხულობს მარიამი:) ვინ და ქართველი LADY GAGA:)) ვპასუხობ ღიმილით 🙂 მაგრამ, ლედი გაგას უხდება ის კომბინიზონი თუ რაცაა 🙂 ლელას კიდევ ცელულიტებს უჩენს :)))) “ქალის სურნელი” – ჩემი საყვარელი ფილმის საყვარელი მომენტი უკეთეს ინსცენირებას ველოდი:) გული ძალიანაც არ დამწყვეტია, გადავიტან როგორმე! 🙂 

შემდეგ: ლევან როსტოშვილი და ვიღაც გოგო 🙂 პრომოში “როსტო” გვპირდება, რომ აგვატირებს. ვაა, ნეტა რა უნდა გააკეთოს, დიდის ამბით ველოდები. გამოვიდა ლევანი სცენაზე და სიცილით მოვკვდი :)))))))))) ჰა ჰა ჰა!!! :)) ისეთ მოძრაობებს ასრულებს, ლამისაა ვიტირო სიცილისგან:) ამას გულისხმობდა ალბათ გატირებთო, რომ დაგვპირდა:) გადავიტანეთ :)))))

თიკო სადუნიშვილი და მისი მეწყვილე აპლოდისმენტებს და ჟიურისგან უმაღლეს ქულებს იმსახურებენ. ცუდი არ იყო, მგონი… 🙂 

ქრისტინე იმედაძის და გიორგი ბარბაქაძის წყვილი აშკარად არ გავდა სხვებს და რუმბაც როსტოსთან შედარებით, მართლაც რომ პროფესიონალურად შეასრულეს. კარგი იყო, მართლა მომეწონა! მომწონს ეს გოგო. 

ჟიური: ნინო ანანიაშვილს ძალიან უხარია, რომ “ჩვენ არ ვწყვეტავთ თქვენს ბედს, მაყურებლისთვის მოგვინდია sms-კებიიი:))” – უკომენტაროდ 🙂 ეტყობა ვნების ქარიშხალი ძალიან მოქმედებს მასზე:) ჟიური ამ შემთხვევაშიც გულუხვია.

რა კარგი რამეა სილქნეტი:) (ისევ რეკლამა, სამწუხაროდ ფულს არავინ მიხდის ამაში:)) ) რეკლამას გადავახტი და შემდეგ მონაწილეს შევცქერი იმედიანი თვალით:))) 

სამორი ბალდე ტანგოთი! ეს ბიჭი დიდად არ მომწონს თავისი კიკინებიანი თავის გამო(სუბიექტური ვარ აშკარად), მაგრამ კარგად ცეკვავს:) დიზაინერი გოგოებს ეტყობათ, რომ საერთო ყავთ: სამორის წყვილი VS ლელა :)) ცეკვა კარგია, შესრულებასაც არაუშავს, ფინალი კიდევ უკეთესი! ამ წყვილს შორის LOVE STORY- ია მგონი:) 

კაბუ ნერვებზე მოქმედებს თავისი საუბრით:( ყარაბაღიდან ანტიპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ:) ეს ჟიურის ბოლო წევრი კიდევ მაგრად მახალისებს 🙂 ნეტავ სად ნახეს? :)) დღეს ჟიური ძალიან მოწყალეა, ბატონი გოჩას გარდა( გვარი ვერაფრით დავიმახსოვრე). 

ისევ რუმბა და იგლესიასის Hero. კოშკელიშვილის მეწყვილეს ნუკი ქალთევზას ფორმაში ხელში აყვანილი შემოჰყავს. კარგად გამოიყურებიან:) ცეკვაზე მეტად მოცეკვავის მორთულობა იპყრობს ჩემს ყურადღებას:) ბატონი გოჩა ნუკის ხერხემალს უწუნებს:)) 

(უი, რუსკას კაბა როგორ ლანდავს!) :)) 

ისევ ტანგო:) კრისტი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ცეკვაც მომეწონა. აგრესიული ტანგო ყოფილა.. არა, კი ვიფიქრე, ძალიან აგრესიულად იქცეოდა ის ბიჭი 🙂 

წყვილი ჟიურიმ აშკარად დაჩაგრა) 

არ შემიძლია ამ კაცის ატანა! ინგლისური აქცენტით რომ საუბრობს და კაბუზე მეტად იტყლარჭება:))) 

ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მაგარი წინ მელოდა. ქორეოგრაფების ცეკვამ გამაბრუა. wow! მაგარია მართლა! აქამდე თურმე არაფერი ყოფილა 🙂 

აუტსაიდერები ნერვიულობენ, რამდენიმე წამიც და … ცნობილი გახდა, რომ…. მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს კრისტის და ლევანის წყვილი

გულდაწყვეტილ წყვილს თამუნა მიქელაძე უმღერის(მომღერალია:)) ) 

დიზაინერი! :))))))))))))) 

Image