აღდგომის “არდადეგების” შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე უნივერსიტეტამდე 🙂 ქცევად ჩვეული ადრე მისვლა, უკვე გამიბათილეს ჩემმა გოგოებმა და მეც უკვე ოლო რეისს მივყვები ხოლმე:) არ გამოდგა ამ შემთხვევაში ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი… 🙂
გოგოებს ველოდებოდი ამ დილითაც. აი, მოვიდა თემურის ლურჯა, კარგია, ბევრნი არ არიან, სიხალვათეა… ავტობუსში ავედი და გოგოებს დაველოდე. მორბიან და სანამ დაიძვრება ავტობუსი უკვე ჩემთან სხედან :* სამივე ძალიან მენატრებოდა, ერთი კვირის უნახავები მყავდნენ, ელი კიდევ უფრო მეტის.
გავუდექით ხუდადოვს. ელი უკნიდან საეჭვოდ ცმუკავს, თიკოსაც სახეზე ეშმაკურ ღიმილს ვატყობ:) არ შევიმჩნიე და წინ შევტრიალდი 🙂 “თათი, გუშინ “ბარსამ” რა ქნა? მოიგო, თუ წააგო?” – ელის ხმა მესმის. “წააგო” – ვეუბნები გულდაწყვეტით. “არაუშავს” და ელის გაცისკროვნებულ სახეს ვხედავ, რომელიც უკნიდან საათს მაწვდის. რეაქცია და ის გრძნობა არ შემიძლია გადმოვცე, რაც ჩემი საყვარელი გუნდის საათის დანახვით განვიცადე! არ არსებობს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შინაგანი ხმა და რეალობა კი “არსებობს”! არ შემიძლია! მეგონა ვიყვირებდი სიხარულისგან, მაგრამ არაა, არ ყოფილა ყვირილი საჭირო შენი სიხარულის გამოსახატავად:) გონზე არ ვარ:) ჭკუა არ მომეკითხება:)
მე ყველაზე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში რომ თქვენ მყავხართ!!!!
P.S. შეკითხვა # 1 შეყვარებული გყავს?
შეკითხვა # 2 რომელი საათია?
პასუხის დროს ორივე შეკითხვის ადრესატს ერთი და იგივე სახე აქვს: ბედნიერი:))))