გუშინ დილით, როგორც ყოველთვის ჩუმად ავდექი, რომ არ მეხმაურა და დავიწყე მზადება.. რაღაცას ვაკეთებდი და უცებ სახლმა ტკაცუნი დაიწყო.. თავიდან კატები მეგონა, რომლებსაც ხშირად აქვთ ჩემი სახლის სახურავზე პარადი გამართული. მაგრამ მალე გავარკვიე რაც ხდებოდა: მიწისძვრაა! – იყვირა თამუნამ და ია გააღვიძა. არ შევუქანებივარ მე, უბრალოდ სახლი გააქანა 🙂 გარეთ გავვარდი, მარიამს გავეკიდე, მაგრამ არსად არ ჩანდა, გაესწრო. სასწრაფოდ დავურეკე, მაგრამ არ პასუხობდა. როგორც იქნა თვითონ დამირეკა ისევ, დავმშვიდდი, რა მანერვიულებდა :))
პირველმა “ელდამ” გაიარა. ჩემი წასვლის დრო რომ მოვიდა, ისე გაწვიმდა, რომ ადამიანს სახლიდან გასვლა არ მოგინდებოდა. დილიდანვე ისე წვიმდა, რომ გაღვიძებისთანავე ჩემი თავი შემეცოდა, ასეთ ამინდში რომ ვერ ვიძინებდი. გავემართეთ მე და ჩემი ქოლგა, გავტეხე წვიმის წინააღმდეგობა 🙂 ირაკლის ლექციის გამცდენი არ ვიყავი.
სახლიდან გავედი და აღმართზე დავეშვი. მდინარე ნილოსი მოდიოდა ზემოდან. ფონს ვერ ვპოულობდი, ფეხის დასველებაც არ მინდოდა. კუთხეში მაღალი ქვა დავინახე და გახარებულმა ფეხი დავადგი და.. პირდაპირ ქვიშაში ამოვყავი ფეხი! ჯანდაბა! არ მომეწონა, მაგრამ სასწრაფოდ შევბრუნდი სახლში და კედი გამოვიცვალე.
ავტობუსში თიკო მელოდა, ფეხზე მომიწია დგომამ. ლოტკინზეც წვიმდა.. უნივერსიტეტთან იმხელა ღელე მოდიოდა, ალტერნატიული გზების ძიება დავიწყე, ფეხდაუსველებლად რომ მიმეღწია აუდიტორიამდე. თიკო სწრაფად გადავიდდა, მაღლები ეცვა.. ჩემს ბოტასებს კიდე არ “დაინდობდა” წყალი. ვერ ვნახე გადასასვლელი და ისევ შესასვლელისკენ გამოვემართე, სადაც გაყვითლებული 37-დან ხალხი გადმოდიოდა. შევალ იქ და რო მოუხვევს, მეორე მხარეს გადავალ ასე მეთქი – გონებაში პრობლემა უკვე გადაჭრილი მქონდა 🙂 “მარშუტკიდან” თამილა გადმოდიოდა, ჩემი მეტყველების ლექტორი და უცებ ეს ქალი თავით წავიდა ასფალტისკენ! ახლოს ვიდექი და მივვარდი, მარა უკვე წაქცეული იყო. შუბლი გადაეყვლიფა და სისხლი მოსდიოდა. მე და ლილემ ავაყენეთ და იქვე კაფეში შევიყვანეთ. სულ მთლად კანკალებდა, ცდილობდა არ შეემჩნია არავის, რომ შეშინებული იყო. ასე იციან მოხუცებმა 😦 ლაურა ექიმის დასაძახებლად გაიქცა და მალე მოვიდნენ კიდეც. გადაიყვანეს უნივერსიტეტში, სხვათა შორის ისე კარგად გადავახტი წყალს, ფეხი არ დამსველებია! 🙂 მთავარია მოინდომო! არააა, მთავარია საჭიროება 🙂
დღის შემდეგი მონაკვეთი საკმაოდ უინტერესო იყო, მიწისძვრა განმეორდა, მაგრამ მე არ გამიგია, მითხრეს :)))