დამზადებულია საქართველოში!

Image

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა და უკვე 20 წელია ამ დღეს ვზეიმობთ.

2012 წლის 25 მაისს მობილურზე შეტყობინება მომივიდა, დაახლოებით ასეთი შინაარსის: “ხვალ, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება მრეწველობის აღლუმი, სახელწოდებით “დამზადებულია საქართველოში”, გთხოვთ, მობრძანდეთ. პატივისცემით, თბილისის მერი, გიგი უგულავა.

მერის შემოთავაზებაზე უარს როგორ ვიტყოდი და სააღლუმოდ გავემზადე.

26 მაისს რუსთაველის გამზირზე დიდი დღესასწაული იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, მეტროში ჩასულმა ლამის იყო და განზრახვაზე ხელი ავიღე, მაგრამ ბოლოს, როგორც იყო რუსთაველის გამზირამდე მივაღწიე. დათვალერება თავისუფლების მოედნიდან დავიწყე, მთელ გამზირზე, გზის ორივე მხარეს, კარვები იყო გაშლილი და ქართული წარმოების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები, ნაკეთობა, ელმავალი, საბრძოლო მანქანა, თვითმფრინავი და კიდევ უამრავი რამ იყო წარმოდგენილი. ImageImage

ყურადღებით ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს და ვცდილობდი ამის გამო სიამაყის გრძნობა “დამუფლებოდა”.

ImageImage

Image

Image

მზე აჭერდა, მაგრამ ქარი ანეიტრალებდა რუსთაველზე თავს დამტყდარ ჟრიამულს.ბევრი ხალხი იყო, ზოგი რაღაცას ყიდულობდა, ზოგი ათვალიერებდა და ზოგიც კიდევ უმიზნოდ დაეხეტებოდა(ჩემსავით). ზოგი ფლაერებს არიგებდა, რომლებსაც მორჩილად ვიღებდი და უახლოეს ნაგვის ყუთამდე მარაოს ფუნქციას ვუთავსებდი.

“ბებია, თქვენც საქართველოში ხართ დამზადებული? ” – შეეკითხა სამხედრო ფორმაში გამოპრანჭულ მოკლეკაბიან გოგონებს მოხუცი. თანხმობის ნიშნად გაუღიმეს(უფრო მგონი ზრდილობის გულისთვის) და არ შეიმჩნიეს ახარხარებული ადამიანების რეაქცია(მათ შორის მეც გახლდით).

გამხიარულებული ვაგრძელებ გზას. ერთ-ერთი გამომცემლობის სტენდთან მწერალ ირაკლი ლომოურს ვეცნობი, რომელიც თავის წიგნს უწევს რეკლამას… გული მტკივა….. და ვპირდები, რომ აუცილებლად ვიყიდი….

სასტუმრო Radisson Blue Iveria – სთან ჩემთვის მთავარი სიურპრიზი მხვდება! უფრო სწორედ, სიურპრიზები! 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ქართული წარმოების საბრძოლო მანქანები “დიდგორი”  და “ლაზიკა”, ზალპური   ცეცხლის რეაქტიული სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ რაღაც პატარა თვითმფრინავები, ზუსტად არ ვიცი რა… ასე მგონია სამოთხეში მოვხვდი (ცოოოტას ვაზვიადებ). მიხარია, რომ ჩემი თვალით ვხედავ და ვეხები ამ ყველაფერს. მეგობრებს ვწყდები და გულდასმით ვათვალიერებ. უამრავ შეკითხვას ვუსმევ საბრძოლო ტექნიკასთან მყოფ ფორმიანებს, უმრავლესობაზე პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც ვეკითხები, მაინტერესებს, როგორ მიპასუხებენ 🙂

Image

Image

საბრძოლო მანქანებს ბავშვები ეხვევიან, ზემოთ ადიან და გაღიმებულები სურათებს იღებენ. ჯარისკაცები ცდილობენ მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ, მაგრამ ერთ-ერთი კინაღამ ჩამოვარდა.

ტანკებიდან თვითმფრინავბთან გადავდივარ, წითელ ხალიჩაზეა გამოფენილი, თავი “ოსკარების” დაჯილდოვებაზე გეგონება ადამიანს ცოტა ფანტაზიას თუ წააშველებ. ერთ -ერთ თვითმფრინავთან ავდივარ, უფრო ახლოდან მინდა რომ ვნახო. “აქ არ შეიძლება დაიკო, ქვემოთ ჩადი” – მეუბნება ჯარისკაცი. “დაიკოზე” მეღიმება და სათნო ღიმილით ვპირდები: “ახლავე ჩავაალ!….” – და თვითმფრინავის თვალიერებას ვაგრძელებ 🙂

“დიდგორში” შესაძლებელია ჩაჯდომა, მაგრამ სამწუხაროდ მოუხერხებული ტანსაცმელი მაცვია, უხერხულია მოკლე კაბით ჩემი იქ შესვლა 🙂 ასე, რომ “დიდგორის” შიგნიდან ათვისება მომავლისთვის გადავდე…. ეჭვიც არ მეპარება! 🙂

ძლივს ვცილდები სამხედრო ტექნიკას. რუსთაველზე ხალხის მატება შეინიშნება. ტროტუარზე გადავდივარ, რომ უფრო ჩქარა ვიმოძრაო. თავისუფლების მოედანზე ხალხური სიმღერის კონცერტმა გამიტაცა, ისიც მცირე ხნით… გულს ვერაფერს ვეღარ ვუდებ… ძალიან დავიღალე, სამი საათის შეუჩერებელი სიარული ჩემზე მოქმედებს და სახლში წასვლის გარდა არაფერი მინდა.

სახლისკენ მიმავალს კი გულით მინდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყოს…

1 thought on “დამზადებულია საქართველოში!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s