Monthly Archives: ივლისი 2012

ანსამბლი “თსუ გორდელა”

 

ეს ანსამბლი  ყოველთვის მომწონდა. პირველი, იმიტომ, რომ კარგად მღერიან, მეორე  – სოლისტი ჩემი ქალაქიდანაა, თან მის მშობლებს ვიცნობ (სუბიექტურობის ერთ-ერთი გამოვლინება) და მესამეც – სხვა თუ არაფერი, ქალური სოლიდარობა!

დღეს (29.06.2012), ერთ-ერთ ქართულ არხზე (ეს არხი ჩემთვის აღმოჩენაა:) )  “თსუ გორდელა” ჰყავდათ მიწვეული, ანსამბლს 5 წელი შესრულებია. ამ არხის შესახებ კიდევ ერთი აღმოჩენა: წამყვანმა აღნიშნა, რომ უხარიათ, ანსამბლის დებიუტი სამი წლის წინ სწორედ მათ  გადაცემაში შემდგარა! ჰაჰა, ნამდვილად არ ველოდი, თუ REAL TV ამ ხნის იქნებოდა! 🙂 რამეს ხომ არ იტყუებიან? გადავამოწმო უნდა 🙂

საასიამოვნო გარეგნობის გოგონები მღერიან, უკრავენ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, და როგორც თვითონ აღნიშნეს, ყველას შეუძლია ნებისმიერ ინტრუმენტზე დაკვრა, რომლებსაც თვითონ იყენებენ. ეს მართლაც რომ დასაფასებელია!

საოცარი ხმები და კიდევ უფრო კარგი შესრულება. არც ისე ციოდა, მაგრამ, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა, როცა მათ ვუსმენდი. რამდენიმე სიმღერის დროს ესეც არ “იკმარა” და ცრემლიც მომადგა თვალზე 🙂 არადა, ასეტი სენტიმენტალურიც არ ვარ! თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ როცა რამე კარგს ვუსმენ, ერთი კარგი ინდიკატორი მაქვს: ტანში ჯრუანტელი მივლის და ცრემლები თავისით მომდის. “თსუ გორდელა” ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.

წარმატებებს ვუსურებ მათ!

P.S. მათი ხელმძღვანელიც გურულია – თამაზ მამალაძე 🙂

EURO 2012

ვინც მიცნობს, არავისთვის დასამალი არაა, რომ უკვე რამდენიმე წელია(დაახლოებით რვა), რომ ესპანეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. წინა ევრო – 2008 და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატიც კარგად მახსოვს და ესპანეთის გამარჯვებით მონიჭებული სიხარულიც არ დამვიწყებია. ჩემი და ესპანეთის სიყვარული პირდაპირ კავშირშია კატალონიის “ბარსელონასთან” და მეამაყება, რომ ესპანეთის ნაკრების უმრავლესობა, სწორედ ამ გუნდის მოთამაშეებისგან არის დაკომპლექტებული. 

მოკლედ, ჩემი პოზიცია დასაწყისშივე ნათელია! 

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დაძაბული ვადევნებდი თვალს ჩემი ფავორიტი ნაკრების თამაშს (მაინც ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ მათში ეჭვი არასდროს შემპარვია). ვისმენდი, რომ “ესპანეთი ფინალამდე ვერ მიაღწევს”, “აი, მეოთხედფინალი თუ გადალახა, ნახევარფინალში მაინც გამოვარდება” – განმიცხადა ერთხელ ჩემმა მეზობელმა გოგიამ და დღემდე ახსოვს, თუ როგორ მეწყინა მე ეს. ვცდილობდი რეაგირება არავის ნათქვამზე არ მომეხდინა და დავლოდებოდი ფინალს.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირველი ფინალისტი გამოვლინდა – ესპანეთი! ახლა უკვე მე გადავედი შეტევაზე და ყველა იმ ადამიანს ვთხოვე შეეხსენებინათ ჩემთვის თავანთი აზრები… მეორე ფინალისტად გერმანიას მოვიაზრებდი, მაგრამ როგორც ჩემი, ისე მთელი გერმანიის და მსოფლიოში არსებული გერმანიის ნაკრების გულშემატკივრების მოლოდინი არ გამართლდა: ესპანეთს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის ნაკრებთან მოუწევდა ბრძოლა.

მთელი დღეფინალური მატჩის ლოდინში გავატარე, საღამოს მოუხვენრობამ იმატა. ყველანაირი საქმე გვერდზე გადავდე და ტელევიზორის წინ მე და ჩემმა დეიდაშვილმა(იტალიის ნაკრების “სტაჟიანმა გულშემატკივარმა) საწყისი პოზიციები დავიკავეთ. იზოლირებულ ეზოში ვცხოვრობ და სახლის კარი ყოველთვის ღია გვაქვს, ჩვენი სახლის პირდაპირ სამი განელი ფეხბურთელი ცხოვრობს. სანამ თამაში დაიწყებოდა, კართან ხმაური შემომესმა, თურმე სკამებს ალაგებდნენ. ჩვენი ტელევიზორი კარგად ჩანს მათი კარიდანაც. ესპანეთი:იტალიის დაპირისპირებას ვუყურებდით მე, ჩემი დეიდაშვილი თამუნა და გარედან სამი განელი… და კიდევ დანარჩენი მსოფლიო! 🙂 ნეტა ვის გულშემატკოვრობენ? პირველად ეს შეკითხვა გამიჩნდა, თუმცაღა მალე გაირკვა და მათი არჩევანით კმაყოფილი დავრჩი. 

თამაში დაიწყო. დაძაბულობა ნელ-ნელა მეხსნება, ჩემი ნაკრების ფეხბურთელები თავს ისე გრძნობენ, როგორც… ფეხბურთელები მოედანზე! პირველი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა დევიდ სილვამ. ვივიწყებ, რომ გვერდით იტალიის გულშემატკივარი მიზის და წივილ-კივილს ვტეხ. თამუნას ერთი შემოხედვა და ვჩუმდები, ვიაზრებ, რომ მის მდგომარეობაში არც მე მესიამოვნებოდა… გარედანაც ისმის ყვირილი და Goal! “ყოჩაღ, ბიჭებო”,- ვამბობ გულში. მეორე გოლი 41 -ე წუთზე (რა სიმბოლურია, არა? მაშინვე აღვნიშნე გონებაში) ხორდი ალბას გააქვს! მოულოდნელობისგან თამუნაც ამყვა ყვირილში და მეც უფრო თამამად გამოვხატავ ემოციებს. თამუნა ვერაფერს მეუბნება, თუმცა მოგვიანებით აღნიშნავს, რომ თუ ასე გავაგრძელებ, თამაშის დარჩენილი ნაწილის ყურება იტალიის ნაკრების ფეხბურთელ ბალოტელის რასის ხალხთან  ერთად მომიწევს. პერსპექტივას გავუღიმე და დავემშვიდობე! 🙂 

პირველი ტაიმი დამთავრდა. ეზოში განვიხილავ თამაშს და გოგია უკვე ბოდიშს მიხდის იმისთვის, რომ არასწორი დასკვნები გააკეთა. “რა მოხდა მერე, შეცდომა ყველას მოსდის” – ვამშვიდებ.

მეორე ტაიმი იწყება და საწყის პოზიციებს ვუბრუნდებით. გოგია განელებს ეცნობა. უნდა უთხრას, რომ იტალიას გულშემატკივრობს და გამოსდის შემდეგი: i’m Italia… მე და თამუნა ხმამაღლა ვიცინით და დასაწყნარებლად წუთნახევარი გვჭირდება(ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ).

მე-3 გოლზე თამუნას ვეუბნები, რომ მაღიაროს კუდიანად და სადმე “ბაბა-იაგას” ცოცხი მიშოვოს, რადგან ეს ანგარიში თამაშის დასაწყისშივე ვიწინასწამეტყველე. სიხარულისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო, მეზობელი განელებიც ბედნიერები არიან.

მე – 4 გოლმა ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კუდიანი ვარ, გააცამტვერა, თუმცა უდიდესი სიხარული მომანიჭა მეც და განელებსაც(და კიდევ ესპანეთის ნაკრების მილიონობით გულშემატკივარს). ყვირილი, სიცილი, ერთმანეთში აირია.  სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ესპანეთზე ამბობდნენ სუსტი გუნდიაო? სად არიან, დამენახონ!

და აი, პირველი მათგანი. გოგია მეძახის, ჩამეხუტა და ესპანეთის ჩემპიონობას მილოცავს! გაბადრული სახით მადლობას ვუხდი და საერთოდაც, სახიდან ღიმილი არ მცილდება(მგონი გაღიმებულს მეძინა, ზუსტად კი არ ვიცი…)! დანარჩენებიც მილოცავენ და აღნიშნავენ, რომ სულ ჩემი “ბრალია” ესპანეთმა რომ მოიგო. ისეთი “კეთილი” ვარ, რომ არ მესმის ზოგიერთი მათგანის უკმაყოფილო რეპლიკა. მგონია სიხარულისგან ღამე არ დამეძინება, მაგრამ საჭირო აუცილებლობა… დილით გამოცდა მაქვს!

გამოცდაზე ვიგებ, რომ ჩემი ლექტორიც ესპანეთს გულშემატკივრობდა. ისიც ბედნიერია, ისიც გახარებულია, კმაყოფილია ესპანეთის მოგებით… მაგრამ მეხუთე გოლიც რომ გაეტანათო….

მეა ყუბანეიშვილი ამის შემდეგ ათმაგად შემიყვარდა!