ეს ანსამბლი ყოველთვის მომწონდა. პირველი, იმიტომ, რომ კარგად მღერიან, მეორე – სოლისტი ჩემი ქალაქიდანაა, თან მის მშობლებს ვიცნობ (სუბიექტურობის ერთ-ერთი გამოვლინება) და მესამეც – სხვა თუ არაფერი, ქალური სოლიდარობა!
დღეს (29.06.2012), ერთ-ერთ ქართულ არხზე (ეს არხი ჩემთვის აღმოჩენაა:) ) “თსუ გორდელა” ჰყავდათ მიწვეული, ანსამბლს 5 წელი შესრულებია. ამ არხის შესახებ კიდევ ერთი აღმოჩენა: წამყვანმა აღნიშნა, რომ უხარიათ, ანსამბლის დებიუტი სამი წლის წინ სწორედ მათ გადაცემაში შემდგარა! ჰაჰა, ნამდვილად არ ველოდი, თუ REAL TV ამ ხნის იქნებოდა! 🙂 რამეს ხომ არ იტყუებიან? გადავამოწმო უნდა 🙂
საასიამოვნო გარეგნობის გოგონები მღერიან, უკრავენ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, და როგორც თვითონ აღნიშნეს, ყველას შეუძლია ნებისმიერ ინტრუმენტზე დაკვრა, რომლებსაც თვითონ იყენებენ. ეს მართლაც რომ დასაფასებელია!
საოცარი ხმები და კიდევ უფრო კარგი შესრულება. არც ისე ციოდა, მაგრამ, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა, როცა მათ ვუსმენდი. რამდენიმე სიმღერის დროს ესეც არ “იკმარა” და ცრემლიც მომადგა თვალზე 🙂 არადა, ასეტი სენტიმენტალურიც არ ვარ! თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ როცა რამე კარგს ვუსმენ, ერთი კარგი ინდიკატორი მაქვს: ტანში ჯრუანტელი მივლის და ცრემლები თავისით მომდის. “თსუ გორდელა” ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
წარმატებებს ვუსურებ მათ!
P.S. მათი ხელმძღვანელიც გურულია – თამაზ მამალაძე 🙂
ანსამბლი “თსუ გორდელა”
Leave a reply