ყელის ტკივილის შემოტევისას

ისევ გავცივდი. გავცივდი რა ყელი მტკივა, ჩემი მარადიული “სატკივარი”. წუხელ მაგრად ვივაჟკაცე. ნაბანავებმა აივანზე ტრიუკები ვაკეთე და მივიღე კიდეც საკადრისი. 

მთელი ღამე გავათენე, მგონი არ ვაჭარბებ, საშინელ განწყობაე გავიღვიძე,მარა მაინც არ მიფიქრია უნივერსიტეტის გაცდენა. ირაკლის ლექციას არაფრის დიდებით არ გავაცდენ. სამშაბათი რომ ყოფილიყო, ან ოთხშაბათი, ან ხუთშაბათი… პარასკევზე ბოდიში 🙂 Image

საშინლად მაქვს ყელი, რაღაცა მფხაჭნის შიგნიდან, ჩემი ბრალია რაა 😦 😦 😦 

ბაბუამ დამირეკა დღეს, ისე გამიხარდა, ყელის ტკივილიც დამავიწყა მისი ხმის გაგონებამ და ყველაფერიც. მომენატრეო, მეც მეთქი :* ერთი თვეა არ მინახავს თითქმის… ბაბუა მაგარი ტიპია, ერთად რომ ვართ სულ ვჩხუბობთ, უჩემოდ კი ძალიან მოწყენილია. სიგიჟემდე მიყვარს, განუზომლოად, უსასრულოდ… მარა ასეთივე ინტენსივობით მიშლის ნერვებსაც 🙂 ამაშია მთელი ჩვენი ურთიერთობის სილამაზე 🙂 ვუთხარი, რომ ძალიან მენატრება და ბევრს ვკოცნი, ადამიანებს უნდა უთხრა რასაც ფიქრობ მათზე, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს. 

დროის გასაყვანად ვწერ, ჩემი განწყობის გამოსასწორებლად, მაგრამ, ვეჭვობ რამემ გამომისწოროს. 

ისევ ჩაი და ლიმონი 🙂 გადავწყვიტე დიდი რაოდენობით მივიღო ამ ორის კომბინაცია, რომ შედეგი მქონდეს. დავამარცხო უნდა ეს გაციება. 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s