ჩემს მეხსიერებაში შენ ჩემს ბავშობასთან ასოცირდები… დიდი ხანია გიცნობ, ცნობიერს მას მერე ახსოვხარ, რაც ჩემთან ერთად ლოდინი არ გწყინდეოდა.
მიყვარდა შენთან მოსვლა ( და ახლაც მიყვარს ), რომ გამოვეფინებოდით ქუჩაზე ყველანი და მხიარულად მოვდიოდით საყვარელი სახლისკენ. დილით გამოგივლიდი და ეზო–ეზო გადმოვდიოდით სკოლისკენ. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ვატყუებდით კლასელებს და მათაც სჯეროდათ 🙂 მერე ვიღაცამ ჩაგვიშვა 🙂
მსიამოვნებს გახარებულს და გაღიმებულს რომ გხედავ, არც კი იცი როგორ 🙂
ის შემოდგომა მინდა, აი ისეთი, ბავშვობაში სკოლის ეზოში რომ დავრბოდით, სიყვითლე შეპარულ ცაცხვის ფოთლებს შორის…
მინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა 🙂 🙂 🙂
შენ ჩემი ხარ…. შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ ….
დღეს ჩემი თამარა იუბილარია ♥♥♥♥♥♥