გილოცავთ!!!

პირველი იანვარი – გილოცავთ ახალ წელს, წარმატებული წელი გქონოდეთ, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ, გაიხარეთ!

2 იანვარი – ახალ წელს და ბედობას გილოცავთ, ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ!

3 იანვარი – ახალ წელს გილოცავთ!.. ნაბახუსევიდან მშვიდობით გამოსვლაც მალე მომელოცოს…

4 იანვარი – ახალ წელს გილოცავთ! პატრიარქის იუბილეცაა დღეს, მაგასაც გილოცავთ!

5 იანვარი – ახალ წელს გილოც… ინგა, დაბადების დღეს გილოცავ! 

6 იანვარი – მმმ… კიდევ ახალი წელი მოგილოცოთ? არა! ხვალ კიდევ ერთი მისალოცი დღეა, დაველოდოთ.

7 იანვარი – შობას გილოცავთ! ( მართლა ოღონდ)

8 იანვარი – დღეს რა მოგილოცოთ? ვერ არის კარგი ამბავი. გამახსენდა, დღეს ერთი ნაცნობი შემხვდა ქუჩაში, გადავკოცნე და ყველაფერს გილოცავო მითხრა. ესეც ასე: ყველაფერს გილოცავთ!

9 იანვარი – 8 იანვარი კიდევ მოსალოცი ყოფილა თურმე… თუმცა რატომ? დაბადების დღეს გილოცავ თიკო!

10, 11 და 12 იანვარი – მისალოცად დაკარგული დღეებია, მზადება შემდეგი დღეებისთვის. ტექსტი იგივეა, მთავარია გრძნობით იყოს ნათქვამი თუ დაწერილი.

13 იანვარი – დამდეგ ძველით ახალ წელს გილოცავთ, მრავალს და მრავალს………….

14 იანვარი – კალანდას გილოცავთ! გილოცავთ, გილოცავთ!!! გისურვებთ…….

15 იანვარი – ბედობას გილოცავთ! მართალია ძველით, მაგრამ მაინც ხომ უნდა მოგილოცოთ? ძველით ახალი წელი თუა, ძველით ბედობა მისალოცი არაა? რა დააშავა?

16, 17 და 18 იანვარი – იხ. 10, 11 და 12 იანვარი.

19 იანვარი – ნათლისღებას გილოცავთ! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ… 

გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!

 STOP! STOP! STOP!  STOP! STOP! STOP!  STOP! STOP! STOP!  STOP! STOP! STOP! STOP! STOP! STOP!

მეტი მილოცვა აღარ შემიძლია! ნეტა არ იღლებიან???

P.S. დაბადების დღე მაქვს 11 აპრილს :))

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s