Monthly Archives: აპრილი 2013

გამოცდების ციებ–ცხელება… და არამარტო!

Image

მეც ერთი ჩვეულებრივი “ფეისბუკელი” ვარ, სხვებივით ჩემს ემოციებს, სიხარულს, წყენას თუ დარდს მისი მეშვეობით ვუზიარებ სამყაროს. ფეისბუკით ბევრი რამის გაგება შეიძლება ჩემზე, ოღონდ რეალურ “ჩემზე”. ხო ხვდებით რა. არ ვთამაშობ, როგორც ცხოვრებაში, აქაც ის ვარ, რაც სინამდვილეში.

წუწუნი მჩვევია, ვაღიარებ, თან მიყვარს მერე ვინმე რომ მამხნევებს, დამეთანხმებით სასიამოვნოა, კატასავით რომ გაიტრუნები ხოლმე ამ დროს ^_^

რატომ წამოვიწყე ეს საუბარი საერთოდ. გახურებული გამოცდების პერიოდია და ხშირად ვკითხულობ ხოლმე შემდეგი სახის პოსტებს: “ვაიმე, რამდენი მაქვს სამეცადინოოოო, აღარ შემიძლიააააააააააააააააა :(((((“, ან და “წავედი მე უნდა ვიმეცადინოოო, წარმატება მისურვეეეეთ”‘ …. ან კიდევ “ხვალ გამოცდები მეწყებაა, FUCK EXAMS!!!”. მსგავსი სახის პოსტებს წალეკილი აქვთ ჩემი “თაიმლაინი” გამოცდების პერიოდში განსაკუთრებით. არა, მთლად ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ, ხანდახან სისულელეებს მეც ვპოსტავ ხოლმე, მაგრამ შე კაი ადამიანო, იმის მაგივრად, რომ კლავიატურას აცდენ, თითებს და ტვინს ღლი(ტვინს ნაკლებად), დროს კარგავ, არ ჯობია ეს დრო იმ სამეცადინოს მოახმარო და მერე ტვინი არ წასჭამო სრულიად ფეისბუკ–სამეგობროს, თუ რამდენი სამეცადინო გაქვს და ვერ ასწრებ??? 🙂

ცალკე თემაა კიდევ ტუალეტში ტუჩებგადაპრუწული ფოტოების გადაღება და მერე იმის სასწრაფო წესით “პროფილზე დადება” 🙂 ეს სულ სხვა ფენომენია, ამბავი, რომელზეც ტომების დაწერაც შეიძლება 🙂 ფოტოს ფასი მაშინ ემატება, თუ აიფონითაა გადაღებული( 4S მაინც უნდა იყოს) და მარჯვენა კუთხეში აუცილებლად უნდა ეწეროს CAM WOW 😀

დღეისათვის კმარა მაიმუნობა!

Image