Monthly Archives: მაისი 2014

“დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსის” ბრიფინგი

31 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსმა ბრიფინგი გამართა. მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ შეკრებილ საზოგადოებას შემდეგი ინფორმაცია გააცნო:

“ხათუნა ნაკაიძის ოჯახში დადებული ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის გუშინდელმა ფაქტმა, 2012 წლამდე ავადსახსენებელი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მეთოდები გაგვახსენა. კერძოდ, ჩოხატაურში, ეზოში ჩაგდებული მცირეკალიბრიანი შაშხანა, ლანჩხუთში, კვერცხებით სავსე ყუთში ჩაგდებული ავტომატი და სხვა. სრულ პოლიტიკურ სოლიდარობას ვუფიქსირებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ კანდიდატს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორივე შემთხცვევაში –  ეს იყო დაგეგმილი შეგნებული პროვოკაცია წინასაარჩევნო დაძაბულობის ესკალაციის მიზნით. თუ იყო მერობის კანდიდატის დაშანატაჟების მცდელობა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

მსგავსი მცდელობები აუცილებლად გამოიწვევს ვითარების ზედმეტად დაძაბვას, რას სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას შეუწყობს ხელს.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ზემოთ ხსენებული ფაქტი, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და “სამართლიან არჩევნებს” ვთხოვთ, მაქსიმალურად გააქტიურდნენ და მიიღონ ადეკვატური ზომები, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით. 

გარდა ამისა, ვაკეთებთ პრევენციულ განცხადებას, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩვენი იარაღი მხოლოდ სიმართლე, ხალხის სიყვარული, სინდისი, ღირსება და პატიოსნებაა!” – მერობის კანდიდატს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი, ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე გამოეხმაურა. 

 

 

 

 

 

 

 

Image

 

ბრიფინგი პარტიის ოზურგეთის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ, გოჩა ძიმისტარიშვილმა გააგრძელა. 

 

2014 წლის 21 მაისს, ბიუროს სხდომაზე, ბიუჯეტში შევიდა ცვლილება. კერძოდ, სოფელ ლიხაურის თემს გამოეყო 2000 ლარი წყლის მილების შესაძენად. იმ დროს, როცა წყალსაცავი, არის კერძო პირის საკუთრება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კეთდება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გულის მოსაგებად. წესით, სახელმწიფოს კერძო კომპანიისთვის თანხა არ უნდა გამოეყო. ეს გავს მოსყიდვის მცდელობას და ჩვენ ამ ფაქტზე აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას – განაცხადა ძიმისტარიშვილმა. 

 

ლევან გოგუაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული მიმართულების წარმომადგენლები ოზურგეთის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჟამად ისინი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს ლევან გოგუაძეს შეხვდნენ. გოგუაძე შეხვედრაზე შვილებთან ერთად მოვიდა.
IMG_5099
ახალგაზრდებმა მერობის კანდიდატს ფოტოკოლაჟი აჩვენეს, სადაც ოზურგეთში არსებული პრობლემები იყო ასახული, ჰკითხეს, მისი მერად გახდომის შემთხვევაში, რამდენად მალე მოგგვარდებოდა არსებული პრობლემები.

მერობის კანდიდატი, ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად დაძლევას დაპირდა ახალგაზრდებს. “არ უნდა ვიყოთ არსებულით კმაყოფილი, უნდა ვეცადოთ, რომ განვვითარდეთ. იგივე ნაგვის დაყრა ავიღოთ, თუ საზოგადოების ცნობიერება არ მივა იმ აზრამდე, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყაროს, ამას ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს. აი, საიდან უნდა დავიწყოთ”.

სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, გურიის ფოლკლორის ცენტრად გადაქცევას მიესალმება და მისი მერობის შემთხვევაში, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

განათლება, შრომა, თავდადება – აი, რა არის მთავარი წარმატებული მომავლისთვის.

„პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გაიმართა.

28 მაისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „პატრიოტთა ალიანსის“ ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, გოჩა ძიმისტარიშვილმა და პარტიის მიერ სოფლებში მაჟორიტარ დეპუტატებად წარდგენილმა კანდიდატებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლებიც მათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიაჩნიათ.

 

SAM_3743

ასეთებად დასახელდა ნარუჯაში, ნატანებში, ბახვში, ბაილეთში მხარდამჭერთა სიების შედგენის ფაქტები და ნატანებში მოქმედი გამგებლის, კოტე შარაშენიძის მიერ გზის მოხრეშვის დროს „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები.

 

„პატრიოტთა ალიანსი“ ასეთ ბრიფინგებს მომავალშიც გამართავს

შეხვედრა მირზა ჩხიკვიშვილთან

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული მიმართულების წევრები აგრძელებენ ოზურგეთის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს. ამჯერად ისინი “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატს, მირზა ჩხიკვიშვილს შეხვდნენ. 

Image

 

ახალგაზრდები მას ქალაქის დაზიანებული იერსახის შესახებ ესაუბრნენ. აჩვენეს ფოტოები, რომელზეც ოზურგეთის დაზიანებული, დანაგვიანებული, დანგრეული შენობები იყო გამოსახული. 

ჩხიკვიშვილი დაპირდა მათ, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, დიდი დრო დაეთმობა ქალაქის იერსახეზე ზრუნვას, დანგრეული შენობების აღდგენას, სისუფთავეს, წესრიგს. “ქალაქში გასვლა ნებისმიერ ადამიანს უნდა ეამაყებოდეს” – განაცხადა მან. ქალაქში ფუნქციონირებას განაახლებს კინოთეატრიც, მის მიერ ნათქვამ ამ ფრაზას ახალგაზრდების დიდი ნაწილი, კმაყოფილებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი პრობლემაა, ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ა.შ., ახალგაზრდების განვითარებისთვის, გართობისთვის და უბრალოდ კარგი დროის გასატარებლად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. “არც მუზეუმია კარგ დღეში, იმის გამო, რომ არ არსებობს საჭირო პირობები, ექსპონატები გამოფენილი არ არის. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამასაც მიექცევა ყურადღება” – აღნიშნა მან. 

“ავადსახსენებელი “ნაციონალური მმართველობის” პერიოდში ყველაფერი ფასადურად კეთდებოდა, შეღებავდნენ ფასადებს, და დანარჩენი პრობლემები მოუგვარებელი იყო. ამ პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხა კი მათ ჯიბეებში მიდიოდა. ჩვენს შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხულია, ჩვენ რეალურად ვიზრუნებთ ქალაქის სილამაზეზე, მისი პრობლემების მოგვარებაზე, ოზურგეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი, სწამდეს ღმერთი და უყვარდეს ადამიანი” – ჩხიკვიშვილი ბევრ სიკეთეს დაპირდა მოსახლეობას. 

 

IMG_5068

მერობის კანდიდატების შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან

დღეს, 24 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე ოზურგეთის მოსახლეობა მერობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ეგიდით გაიმართა, პროექტის “აირჩიე ქალაქის მერი”, რომელიც ხორციელდება USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერით. მას ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე უძღვებოდა

წარმოდგენილი იყო მერობის 5 კანდიდატი:
კახა ჩავლეიშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
ლევან გოგუაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მირზა ჩხიკვიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება

კიდევ ერთი კანდიდატი, ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიციიდან), რომელიც ერთადერთი ქალია რვა კანდიდატს შორის, სკაიპით ერთვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ქალაქის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, და სხვა დაინტერესებული პირები.
კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნეს მოსახლეობას, რით არიან ისინი გამორჩეულები სხვა კანდიდატებისგან. ისაუბრეს ქალაქში უმუშევრობის გადაჭრის და ბიზნესის განვითარების საკუთარ გზებზე.

                           Image

 

შეხვედრის დასარულს მცირე შელაპარაკება მოხდა ოზურგეთის საკრებულოს წევრ ლელა ნაცვალაძესა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს შორის, ნაცვალაძემ მერობის “ოცნების” კანდიდატი წარსულში  ნაციონალების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. Image

 

შეხვედრა ამის შემდეგ მალე დასრულდა. 

 

ბეგი სიორიძის შეხვედრები

23 მაისს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგი სიორიძე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მძღოლებს, მოგვიანებით კი სტომატოლოგებსა და მედიკოსებს შეხვდა. სიორიძე მძღოლებთან შეხვედრაზე ქალაქში ტრაანსპორტის მოძრაობის რეგულირების საჭიროებაზე, რეისებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.

10171773_652802904794535_7325579638668866502_n

მეორე შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროფესიით ექიმი, ქართული ოცნების მიერ ქალაქის ცენტრის უბანში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ირინა კოპალეიშვილი.

შოთა გოგიბერიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

მერობის კანდიდატი “დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” შოთა გოგიბერიძე დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების წევრებს შეხვდა. 

კანდიდატმა ახალგაზრდებს თავისი საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, არცერთი შეკითხვა, რომელიც დაისვა, უპასუხოდ არ დარჩენილა. 

ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს იმ პრობლემებს, რომლებიც ოზურგეთშია. იქნება ეს, მოუწესრიგებელი ქუჩები, სისუფთავის დაცვა, თუ მსგავსი კიდევ ბევრი პრობლემა, რაც ნამდვილად აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. შოთა გოგიბერიძემ პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ბიუჯეტი, რომელიც დაუმტკიცდება ოზურგეთს, მთლიანად მოხმარდება მის კეთილმოწყობას, ის მუდმივად იზრუნებს ქალაქზე. 

 

მისი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლების დასაქმებისთვის მაქსიმუმის გაკეთება. გათვალისწინებული იქნება მცირე და მიკრობიზნესის დაფინანსება(ამისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება), ქალაქის სილამაზეზე ზრუნვა.DSC_0231 მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი საქმე, რასაც მისი არჩევის შემთხვევაში ხელს მოკიდებს იქნება ოზურგეთის თეატრის აღჭურვა სათანადოდ, კერძოდ, დამონტაჟდება სავენტილაციო და გათბობის სისტემა, რაც მართლაც რომ მნიშვნელოვანი იქნება თეატრისთვის. გურია ფოლკლორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და შოთა გოგიბერიძე პირდება თავის ამომრჩეველს, რომ ფოლკლორის განვითარების მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. 

ქალაქის მერი ყურს დაუგდებს ნებისმიერ მოქალაქეს, იგი  სრულ მზადყოფნას აცხადებს ამისთვის. 

შეხვედრას ორგანიზება ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გაუწია, მას წარმოადგენდა ნათია ვაშალომიძე და სოფო კალანდაძე.