შოთა გოგიბერიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

მერობის კანდიდატი “დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” შოთა გოგიბერიძე დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების წევრებს შეხვდა. 

კანდიდატმა ახალგაზრდებს თავისი საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, არცერთი შეკითხვა, რომელიც დაისვა, უპასუხოდ არ დარჩენილა. 

ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს იმ პრობლემებს, რომლებიც ოზურგეთშია. იქნება ეს, მოუწესრიგებელი ქუჩები, სისუფთავის დაცვა, თუ მსგავსი კიდევ ბევრი პრობლემა, რაც ნამდვილად აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. შოთა გოგიბერიძემ პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ბიუჯეტი, რომელიც დაუმტკიცდება ოზურგეთს, მთლიანად მოხმარდება მის კეთილმოწყობას, ის მუდმივად იზრუნებს ქალაქზე. 

 

მისი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლების დასაქმებისთვის მაქსიმუმის გაკეთება. გათვალისწინებული იქნება მცირე და მიკრობიზნესის დაფინანსება(ამისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება), ქალაქის სილამაზეზე ზრუნვა.DSC_0231 მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი საქმე, რასაც მისი არჩევის შემთხვევაში ხელს მოკიდებს იქნება ოზურგეთის თეატრის აღჭურვა სათანადოდ, კერძოდ, დამონტაჟდება სავენტილაციო და გათბობის სისტემა, რაც მართლაც რომ მნიშვნელოვანი იქნება თეატრისთვის. გურია ფოლკლორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და შოთა გოგიბერიძე პირდება თავის ამომრჩეველს, რომ ფოლკლორის განვითარების მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. 

ქალაქის მერი ყურს დაუგდებს ნებისმიერ მოქალაქეს, იგი  სრულ მზადყოფნას აცხადებს ამისთვის. 

შეხვედრას ორგანიზება ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გაუწია, მას წარმოადგენდა ნათია ვაშალომიძე და სოფო კალანდაძე. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s