ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული მიმართულების წარმომადგენლები ოზურგეთის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჟამად ისინი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს ლევან გოგუაძეს შეხვდნენ. გოგუაძე შეხვედრაზე შვილებთან ერთად მოვიდა.
ახალგაზრდებმა მერობის კანდიდატს ფოტოკოლაჟი აჩვენეს, სადაც ოზურგეთში არსებული პრობლემები იყო ასახული, ჰკითხეს, მისი მერად გახდომის შემთხვევაში, რამდენად მალე მოგგვარდებოდა არსებული პრობლემები.
მერობის კანდიდატი, ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად დაძლევას დაპირდა ახალგაზრდებს. “არ უნდა ვიყოთ არსებულით კმაყოფილი, უნდა ვეცადოთ, რომ განვვითარდეთ. იგივე ნაგვის დაყრა ავიღოთ, თუ საზოგადოების ცნობიერება არ მივა იმ აზრამდე, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყაროს, ამას ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს. აი, საიდან უნდა დავიწყოთ”.
სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, გურიის ფოლკლორის ცენტრად გადაქცევას მიესალმება და მისი მერობის შემთხვევაში, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
განათლება, შრომა, თავდადება – აი, რა არის მთავარი წარმატებული მომავლისთვის.