28 მაისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „პატრიოტთა ალიანსის“ ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, გოჩა ძიმისტარიშვილმა და პარტიის მიერ სოფლებში მაჟორიტარ დეპუტატებად წარდგენილმა კანდიდატებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლებიც მათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიაჩნიათ.
ასეთებად დასახელდა ნარუჯაში, ნატანებში, ბახვში, ბაილეთში მხარდამჭერთა სიების შედგენის ფაქტები და ნატანებში მოქმედი გამგებლის, კოტე შარაშენიძის მიერ გზის მოხრეშვის დროს „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები.
„პატრიოტთა ალიანსი“ ასეთ ბრიფინგებს მომავალშიც გამართავს