„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით მოსწავლეები აგრძელებენ ქალაქის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს. 2014 წლის 2 ივნისს ისინი ირმა კვაჭანტირაძეს შეხვდნენ. კვაჭანტირაძე წარდგენილია ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია კუკავა-ჩიხრაძე“.
კვაჭანტირაძემ ხაზი გაუსვა საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, როგორც მანაღნიშნა ის ბიზნეს-კონსალტინგში მოღვაწეობს. ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ოზურგეთში ინვესტორების მოზიდვა, მსხვილი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება იქნება