კვარცხლბეკების ქალაქი

ოზურგეთში დავიბადე და ვცხოვრობ ბოლო ერთი წელია. რატომღაც მხოლოდ ახლა მომივიდა აზრად აქ მდებარე ძეგლები და ბიუსტები დამეთვალიერებინა. მეგობრების დახმარებით შევადგინე აქ არსებული ყველა ძეგლის, ბიუსტისა და მემორიალური დაფების სია და მათ გადასაღებად წავედი. პირველად ოზურგეთის ძველი საავადმყოფოს ეზოში მდებარე მემორიალური დაფა მოვინახულე. რამდენჯერ გამივლია აქ და არასდროს შემინიშნავს. როგორც წარწერიდან ჩანს “აქ, მის მიერ აგებულ საავადმყოფოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოზურგეთის მაზრის პირველი ექიმი დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, 1862 – 1924.”
IMG_6510

ქალაქში ძეგლზე მეტი კვარცხლბეკია, დიახ, კვარცხლბეკი! უბიუსტო კვარცხლბეკები თვალში გხვდება. მაშ, დავიწყოთ! N1 – მუზეუმის წინ რამდენიმე კვარცხლბეკია. მიზეზით რომ დავინტერესდი, გავიგე რომ, ნაციონალური მმართველობის პერიოდში ბიუსტები კვარცხლბეკებიდან ჩამოუგდიათ. ბიუსტები საბჭოთა გენერლებს ეკუთვნოდათ, სწორედ ეს გამხდარა მიზეზი იმისა, რომ ისინი გამქრალიყვნენ და მუზეუმის შენობაში დაედოთ ბინა.
collage1

საბჭოთა გენერლების ბიუსტები მუზეუმში.
IMG_6552

IMG_6553

არ დაჯერდნენ ბიუსტების მუზეუმის შენობაში გამომწყვდევას და ერთ-ერთ კვარცხლბეკთან საზოგადოებრივი ტუალეტიც ააშენეს, რომელიც როგორც ეს კვარცხლბეკები, უფუნქციოდაა. გარდა ამისა, ჩემი სუბიექტური აზრით, აუშნოებს მთლიან ხედს.

collage2

კვარცხლბეკთა სერიას მუსიკალური სკოლის წინ მდებარე კვარცხლბეკით ვაგრძელებ, კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ბიუსტი რამდენიმე წლის წინ მოუპარავთ და კვარცხლბეკი უბიუსტოდ დგას სკოლის წინ.
IMG_6523

სიას გმირთა მოედანზე მდებარე კიდევ ერთი უბიუსტო კვარცხლბეკით ვასრულებ: აქ ერთ დროს ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი იყო, რომელიც ასევე მოიპარეს. კვარცხლბეკი ახლა ასე გამოიყურება:
IMG_7482

როგორც ჩანს, კვარცხლბეკს ბიუსტი გამოუჩნდა, ნაიკის ბოტასი ამაყად იყურება 🙂

ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საჯარო სკოლაში (ამ სკოლასთან მშობლიური გრძნობები მაკავშირებს) ეს ბიუსტი უკვე დიდი ხანია დგას:
IMG_6857

ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის წინ მდებარე მწერლის ბიუსტი
IMG_6524

ეს ბიუსტი ჭადრების ბაღში დგას და დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, რომ ფილიმონ ქორიძეს უზარმაზარი ღვაწლი აქვს ქართული ფოლკლორის შენარჩუნებაში
IMG_6532

ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის ბიუსტს იპოვით
IMG_6529

9 აპრილის პარკში იური სიორიძის ბიუსტი დგას
IMG_6543

აქვეა დაღუპულ პოლიციელთა უკვდავსაყოფად აგებული მონუმენტი
IMG_6546

ქალაქის ცენტრში, თორმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქვეშ ერთი ძეგლია, რომლის ზუსტი სახელი, ვერაფრით დავადგინე. ზოგი მას მუზას(!) უწოდებს, ზოგიც ქალთევზას 🙂 მეც მათ რიგებში შევდივარ. ეს მუზა/ქალთევზა ერთგვარი სიმბოლოა ოზურგეთის. აი, ისიც:
IMG_6539

ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაღთან, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, რეჟისორ სიკო დოლიძის ძეგლი დგას
IMG_6527

კულტურისა და დასვენების პარკის ბოლოში ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის საპატივცემულოდ ძეგლი დგას, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს
IMG_6569

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალის შესასვლელთან მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი:
IMG_7490

ძეგლის გადასაღებად ახლოს მისვლა დამჭირდა, რადგან ძეგლთან წინაღობა დამხვდა მანქანის სახით:
IMG_7488

და ბოლოს, წარმოგიდგენთ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის გვერდით მდგარ ალექსანდრე წუწუნავას ძეგლს:
IMG_6556

ამ პოსტის მიზანი, ოზურგეთის ძეგლების და ბიუსტების გაცნობა იყო ყველასთვის. რამდენი ადამიანი ვცხოვრობთ ამ ქალაქში და უმეტესობა ჩვენგანი არც კი ვამჩნევთ მათ, მით უმეტეს ვერ ვხედავთ ამ ძეგლების გარშემო არსებულ სიტუაციას. კარგი იქნება, შესაბამისი უწყებები თუ დაინტერესდებიან მათი მდგომარეობით. უსუფთავობა, მოუვლელობა, უყურადღებობა ერთი შეხედვითაც ჩანს.

1 thought on “კვარცხლბეკების ქალაქი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s