სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო ახალგაზრდებისთვის

სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო ოზურგეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდების განვითარების კუთხით მუშაობს და მათთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გარანტია. 

ორგანიზაცია თავიდან ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას,  “ახალგაზრდობა მოქმედებაში” – ასე ერქვა პროგრამას, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებდა. სხვადასხვა აქტივობები იყო, როგორც მოხალისეობრივი აქტივობები, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ორგანიზაციას ამჟამად ასზე მეტი ახალგაზრდა ყავს მოხალისეობრივ პროგრამაში ჩართული საზღვარგარეთ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ისინი იძენენ ცოდნასაც, გამოცდილებასაც და ვითარდებიან სხვადასხვა კუთხით.

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გამგეობის თავმჯდომარე ნათია გიგიაძე გვესაუბრება: “ძალიან მრავალფეროვანი მიმართულებებია, რომელიც მოიცავს ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობას, სხვადასხვა არაფორმალური, თუ  ფორმალური განათლების მეთოდების გაზიარებას და დანერგვას, არის ეკოლოგიური მიმართულებები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რუმინეთში ხორციელდებოდა, ჩვენ გავუშვით გოგონა, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან მუშაობდა. ეს გოგონა ექსპერტული ცოდნით დაბრუნდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგ ადგილას დასაქმდა და კარგ ანაზღაურებას იღებს თავის საქმიანობაში. მისი სურვილი იყო, რომ კონკრეტულად ამ სპეციფიკის ბავშვებთან ემუშავა. ბევრმა უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, საქმიანობის სირთულიდან გამომდინარე.

ახალგაზრდები მუშაობდნენ მიგრანტებთან, სხვადასხვა სერვისს სთავაზობდნენ მასპინძელ ორგანიზაციებში. ამის პარალელურად ევროპელ ახალგაზრდებსაც ვმასპინძლობდით, რომლებიც როგორც ქალაქის სკოლებს, ასევე სოფლის სკოლებსაც ეხმარებოდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. ამ პროექტში არამხოლოდ ოზურგეთელი ახალგაზრდები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩართულები.  

არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით  ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და ა.შ. ძალიან მრავალფეროვანი აქტივობებია, პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, რომ სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთონ პროექტებში. მათთვის ეს დიდი სტიმულია.

სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს შვილობილი ორგანიზაციაა “ევროკლუბი”,  კლუბში მოხვედრა მსურველთა სიმრავლის გამო საკმაოდ გართულებულია: “შევზღუდეთ მიღების წესები და წევრთა რაოდენობა 13 მდე შევზღუდეთ, ევროკავშირის დროშაზე სწორედ 13 ვარსკვლავია. კლუბის წევრები ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში დადიან სხვადასხვა აქტივობებით.

თავიდან არაფორმალური კლუბები იყო სკოლებში, რომელიც ევროპელმა მოხალისეებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ევროპული ფასეულობების პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. ევროპელი და ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, მეგობრობა, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. ძირითადად ევროპულ ფასეულობებს უკავშირდება.

ეს პროგრამები საშუალებას იძლევა თანატოლებთან ქონდეთ კავშირი, გაცვალონ კონტაქტები, ინგლისური ენის უნარებსაც იმუშავებენ, სამუშაო ენა არის ინგლისური. 

“გრძლევადიან პროგრამებში ვინც მონაწილეობდა, ყველა დასაქმდა ძალიან კარგ სამსახურში საქართველოში. დასაქმების კუთხით დიდი პროგრესია. ჩვენი ორგანიზაცია ინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს, როცა რაიმე ვაკანსიაა, თუნდაც იგივე მოხალისეობრივ პროგრამებში საზღვარგარეთ. ვეხმარებით კანდიდატებს პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად”.

არაფორმალური განათლების  მიღებით შენი განათლება ფორმალური ხდება  – ევროკავშირი ამას უსვამს ხაზს და სტუდენტურ – ახალგაზრდული სათათბიროც სწორედ ამაში ეხმარება ახალგაზრდებს, რომ  განივითარონ ეს უნარები. ამ პროგრამების მონაწილეობის შემდეგ უფრო მეტი შანსები ჩნდება. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s