Tag Archives: ბეგი სიორიძე

ბეგი სიორიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

3 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბეგი სიორიძე, ქართული ოცნების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მას ქალაქის წინაშე არსეული სხვადასხვა პრობლემები გააცნეს: მოუწესრიგებელი შენობები, ტროტუარები, პანდუსები, გაუქმებული კინო და ა.შ. მათ მერობის კანდიდატს დაათვალიერებინეს მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ოზურგეთის დღევანდელ ყოფას ასახავს.

 
DSC_0076

გარდა ამ პრობლემებისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე. მერობის კანდიდატის თქმით აუცილებელია არსებობდეს ხელისუფლის ნება ამ პრობლემების გადასაჭრელად.

 
DSC_0079

შეხვედრის ორგანიზატორი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი იყო.

ბეგი სიორიძე პედაგოგებს შეხვდა

3 ივნისს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე ოზურგეთის მესამე და ანასეულის სკოლების პედაგოგებს შეხვდა. პედაგოგებმა მერობის კანდიდატის წინაშე სკოლასთან მისასვლელი გზების, სასწრაფო დახმარების, ქალაქის საავადმყოფოს ძველი შენობის, თხილის ფასის პრობლემები დასვეს. სიორიძე მათ დაჰპირდა, რომ არამარტო იმ პრობლემებზე იზრუნებს, რომლების მერის მოვალეობაში შედის, არამედ სხვა პრობლემების მოსაგვარებლადაც არ დაიშურებს ენერგიას და სახელმწიფო ხელსუფლების წინაშე დააყენებს ოზურგეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს

მერობის კანდიდატების შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან

დღეს, 24 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე ოზურგეთის მოსახლეობა მერობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ეგიდით გაიმართა, პროექტის “აირჩიე ქალაქის მერი”, რომელიც ხორციელდება USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერით. მას ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე უძღვებოდა

წარმოდგენილი იყო მერობის 5 კანდიდატი:
კახა ჩავლეიშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
ლევან გოგუაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მირზა ჩხიკვიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება

კიდევ ერთი კანდიდატი, ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიციიდან), რომელიც ერთადერთი ქალია რვა კანდიდატს შორის, სკაიპით ერთვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ქალაქის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, და სხვა დაინტერესებული პირები.
კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნეს მოსახლეობას, რით არიან ისინი გამორჩეულები სხვა კანდიდატებისგან. ისაუბრეს ქალაქში უმუშევრობის გადაჭრის და ბიზნესის განვითარების საკუთარ გზებზე.

                           Image

 

შეხვედრის დასარულს მცირე შელაპარაკება მოხდა ოზურგეთის საკრებულოს წევრ ლელა ნაცვალაძესა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს შორის, ნაცვალაძემ მერობის “ოცნების” კანდიდატი წარსულში  ნაციონალების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. Image

 

შეხვედრა ამის შემდეგ მალე დასრულდა. 

 

ბეგი სიორიძის შეხვედრები

23 მაისს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგი სიორიძე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მძღოლებს, მოგვიანებით კი სტომატოლოგებსა და მედიკოსებს შეხვდა. სიორიძე მძღოლებთან შეხვედრაზე ქალაქში ტრაანსპორტის მოძრაობის რეგულირების საჭიროებაზე, რეისებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.

10171773_652802904794535_7325579638668866502_n

მეორე შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროფესიით ექიმი, ქართული ოცნების მიერ ქალაქის ცენტრის უბანში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ირინა კოპალეიშვილი.