Tag Archives: ირმა კვაჭანტირაძე

ქალაქის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით მოსწავლეები აგრძელებენ ქალაქის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს. 2014 წლის 2 ივნისს ისინი ირმა კვაჭანტირაძეს შეხვდნენ. კვაჭანტირაძე წარდგენილია ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია კუკავა-ჩიხრაძე“.

კვაჭანტირაძემ ხაზი გაუსვა საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, როგორც მანაღნიშნა ის ბიზნეს-კონსალტინგში მოღვაწეობს. ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ოზურგეთში ინვესტორების მოზიდვა, მსხვილი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება იქნება

მერობის კანდიდატების შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან

დღეს, 24 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე ოზურგეთის მოსახლეობა მერობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ეგიდით გაიმართა, პროექტის “აირჩიე ქალაქის მერი”, რომელიც ხორციელდება USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერით. მას ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე უძღვებოდა

წარმოდგენილი იყო მერობის 5 კანდიდატი:
კახა ჩავლეიშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
ლევან გოგუაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მირზა ჩხიკვიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება

კიდევ ერთი კანდიდატი, ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიციიდან), რომელიც ერთადერთი ქალია რვა კანდიდატს შორის, სკაიპით ერთვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ქალაქის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, და სხვა დაინტერესებული პირები.
კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნეს მოსახლეობას, რით არიან ისინი გამორჩეულები სხვა კანდიდატებისგან. ისაუბრეს ქალაქში უმუშევრობის გადაჭრის და ბიზნესის განვითარების საკუთარ გზებზე.

                           Image

 

შეხვედრის დასარულს მცირე შელაპარაკება მოხდა ოზურგეთის საკრებულოს წევრ ლელა ნაცვალაძესა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს შორის, ნაცვალაძემ მერობის “ოცნების” კანდიდატი წარსულში  ნაციონალების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. Image

 

შეხვედრა ამის შემდეგ მალე დასრულდა.