Tag Archives: მირზა ჩხიკვიშვილი

შეხვედრა მირზა ჩხიკვიშვილთან

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული მიმართულების წევრები აგრძელებენ ოზურგეთის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს. ამჯერად ისინი “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატს, მირზა ჩხიკვიშვილს შეხვდნენ. 

Image

 

ახალგაზრდები მას ქალაქის დაზიანებული იერსახის შესახებ ესაუბრნენ. აჩვენეს ფოტოები, რომელზეც ოზურგეთის დაზიანებული, დანაგვიანებული, დანგრეული შენობები იყო გამოსახული. 

ჩხიკვიშვილი დაპირდა მათ, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, დიდი დრო დაეთმობა ქალაქის იერსახეზე ზრუნვას, დანგრეული შენობების აღდგენას, სისუფთავეს, წესრიგს. “ქალაქში გასვლა ნებისმიერ ადამიანს უნდა ეამაყებოდეს” – განაცხადა მან. ქალაქში ფუნქციონირებას განაახლებს კინოთეატრიც, მის მიერ ნათქვამ ამ ფრაზას ახალგაზრდების დიდი ნაწილი, კმაყოფილებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი პრობლემაა, ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ა.შ., ახალგაზრდების განვითარებისთვის, გართობისთვის და უბრალოდ კარგი დროის გასატარებლად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. “არც მუზეუმია კარგ დღეში, იმის გამო, რომ არ არსებობს საჭირო პირობები, ექსპონატები გამოფენილი არ არის. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამასაც მიექცევა ყურადღება” – აღნიშნა მან. 

“ავადსახსენებელი “ნაციონალური მმართველობის” პერიოდში ყველაფერი ფასადურად კეთდებოდა, შეღებავდნენ ფასადებს, და დანარჩენი პრობლემები მოუგვარებელი იყო. ამ პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხა კი მათ ჯიბეებში მიდიოდა. ჩვენს შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხულია, ჩვენ რეალურად ვიზრუნებთ ქალაქის სილამაზეზე, მისი პრობლემების მოგვარებაზე, ოზურგეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი, სწამდეს ღმერთი და უყვარდეს ადამიანი” – ჩხიკვიშვილი ბევრ სიკეთეს დაპირდა მოსახლეობას. 

 

IMG_5068

მერობის კანდიდატების შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან

დღეს, 24 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე ოზურგეთის მოსახლეობა მერობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ეგიდით გაიმართა, პროექტის “აირჩიე ქალაქის მერი”, რომელიც ხორციელდება USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერით. მას ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე უძღვებოდა

წარმოდგენილი იყო მერობის 5 კანდიდატი:
კახა ჩავლეიშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
ლევან გოგუაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მირზა ჩხიკვიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება

კიდევ ერთი კანდიდატი, ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიციიდან), რომელიც ერთადერთი ქალია რვა კანდიდატს შორის, სკაიპით ერთვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ქალაქის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, და სხვა დაინტერესებული პირები.
კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნეს მოსახლეობას, რით არიან ისინი გამორჩეულები სხვა კანდიდატებისგან. ისაუბრეს ქალაქში უმუშევრობის გადაჭრის და ბიზნესის განვითარების საკუთარ გზებზე.

                           Image

 

შეხვედრის დასარულს მცირე შელაპარაკება მოხდა ოზურგეთის საკრებულოს წევრ ლელა ნაცვალაძესა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს შორის, ნაცვალაძემ მერობის “ოცნების” კანდიდატი წარსულში  ნაციონალების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. Image

 

შეხვედრა ამის შემდეგ მალე დასრულდა.