31 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსმა ბრიფინგი გამართა. მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ შეკრებილ საზოგადოებას შემდეგი ინფორმაცია გააცნო:
“ხათუნა ნაკაიძის ოჯახში დადებული ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის გუშინდელმა ფაქტმა, 2012 წლამდე ავადსახსენებელი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მეთოდები გაგვახსენა. კერძოდ, ჩოხატაურში, ეზოში ჩაგდებული მცირეკალიბრიანი შაშხანა, ლანჩხუთში, კვერცხებით სავსე ყუთში ჩაგდებული ავტომატი და სხვა. სრულ პოლიტიკურ სოლიდარობას ვუფიქსირებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ კანდიდატს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორივე შემთხცვევაში – ეს იყო დაგეგმილი შეგნებული პროვოკაცია წინასაარჩევნო დაძაბულობის ესკალაციის მიზნით. თუ იყო მერობის კანდიდატის დაშანატაჟების მცდელობა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
მსგავსი მცდელობები აუცილებლად გამოიწვევს ვითარების ზედმეტად დაძაბვას, რას სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას შეუწყობს ხელს.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ზემოთ ხსენებული ფაქტი, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და “სამართლიან არჩევნებს” ვთხოვთ, მაქსიმალურად გააქტიურდნენ და მიიღონ ადეკვატური ზომები, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.
გარდა ამისა, ვაკეთებთ პრევენციულ განცხადებას, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩვენი იარაღი მხოლოდ სიმართლე, ხალხის სიყვარული, სინდისი, ღირსება და პატიოსნებაა!” – მერობის კანდიდატს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი, ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე გამოეხმაურა.
ბრიფინგი პარტიის ოზურგეთის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ, გოჩა ძიმისტარიშვილმა გააგრძელა.
2014 წლის 21 მაისს, ბიუროს სხდომაზე, ბიუჯეტში შევიდა ცვლილება. კერძოდ, სოფელ ლიხაურის თემს გამოეყო 2000 ლარი წყლის მილების შესაძენად. იმ დროს, როცა წყალსაცავი, არის კერძო პირის საკუთრება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კეთდება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გულის მოსაგებად. წესით, სახელმწიფოს კერძო კომპანიისთვის თანხა არ უნდა გამოეყო. ეს გავს მოსყიდვის მცდელობას და ჩვენ ამ ფაქტზე აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას – განაცხადა ძიმისტარიშვილმა.