Tag Archives: შოთა გოგიბერიძე

ახალგაზრდების ნაწილი შოთა გოგიბერიძეს მხარდაჭერას უცხადებს

ოზურგეთელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მხარდაჭერას ქალაქის მერის არჩევნებში შოთა გოგიბერიძეს უცხადებს. მათ აღნიშნეს, რომ გოგიბერიძის პროგრამაში ყველაზე მეტად ოზურგეთის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევა და უფასო კომპიუტერული პროგრამების შემოღება მოეწონათ. 

Image

ახალგაზრდების შემდეგ შოთა გოგიბერიძემ ისაუბრა ქალაქში აუქციონზე გამოტანილ ობიექტებზე და არსებული ხელისუფლება დაადანაშაულა ქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიზანშეუწონელ გაყიდვაში. შოთა გოგიბერიძემ მედიას გააცნო უძრავი ქონების ის სია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა, მათ შორის სასტუმრო „გურიის“ შენობა. გოგიბერიძემ აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ ქონების ასე სწრაფად და ხელაღებით გაყიდვა. „თვითმმართველ ქალაქს უნდა დარჩეს ურბანული განვითარების პერსპექტივა“ – განაცხადა მან.

მერობის კანდიდატების შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან

დღეს, 24 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე ოზურგეთის მოსახლეობა მერობის კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ეგიდით გაიმართა, პროექტის “აირჩიე ქალაქის მერი”, რომელიც ხორციელდება USAID-ისა და IFES-ის მხარდაჭერით. მას ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე უძღვებოდა

წარმოდგენილი იყო მერობის 5 კანდიდატი:
კახა ჩავლეიშვილი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა
ლევან გოგუაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მირზა ჩხიკვიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება

კიდევ ერთი კანდიდატი, ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიციიდან), რომელიც ერთადერთი ქალია რვა კანდიდატს შორის, სკაიპით ერთვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ქალაქის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, და სხვა დაინტერესებული პირები.
კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნეს მოსახლეობას, რით არიან ისინი გამორჩეულები სხვა კანდიდატებისგან. ისაუბრეს ქალაქში უმუშევრობის გადაჭრის და ბიზნესის განვითარების საკუთარ გზებზე.

                           Image

 

შეხვედრის დასარულს მცირე შელაპარაკება მოხდა ოზურგეთის საკრებულოს წევრ ლელა ნაცვალაძესა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს შორის, ნაცვალაძემ მერობის “ოცნების” კანდიდატი წარსულში  ნაციონალების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. Image

 

შეხვედრა ამის შემდეგ მალე დასრულდა. 

 

შოთა გოგიბერიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

მერობის კანდიდატი “დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” შოთა გოგიბერიძე დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების წევრებს შეხვდა. 

კანდიდატმა ახალგაზრდებს თავისი საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, არცერთი შეკითხვა, რომელიც დაისვა, უპასუხოდ არ დარჩენილა. 

ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს იმ პრობლემებს, რომლებიც ოზურგეთშია. იქნება ეს, მოუწესრიგებელი ქუჩები, სისუფთავის დაცვა, თუ მსგავსი კიდევ ბევრი პრობლემა, რაც ნამდვილად აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. შოთა გოგიბერიძემ პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ბიუჯეტი, რომელიც დაუმტკიცდება ოზურგეთს, მთლიანად მოხმარდება მის კეთილმოწყობას, ის მუდმივად იზრუნებს ქალაქზე. 

 

მისი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლების დასაქმებისთვის მაქსიმუმის გაკეთება. გათვალისწინებული იქნება მცირე და მიკრობიზნესის დაფინანსება(ამისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება), ქალაქის სილამაზეზე ზრუნვა.DSC_0231 მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი საქმე, რასაც მისი არჩევის შემთხვევაში ხელს მოკიდებს იქნება ოზურგეთის თეატრის აღჭურვა სათანადოდ, კერძოდ, დამონტაჟდება სავენტილაციო და გათბობის სისტემა, რაც მართლაც რომ მნიშვნელოვანი იქნება თეატრისთვის. გურია ფოლკლორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და შოთა გოგიბერიძე პირდება თავის ამომრჩეველს, რომ ფოლკლორის განვითარების მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. 

ქალაქის მერი ყურს დაუგდებს ნებისმიერ მოქალაქეს, იგი  სრულ მზადყოფნას აცხადებს ამისთვის. 

შეხვედრას ორგანიზება ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გაუწია, მას წარმოადგენდა ნათია ვაშალომიძე და სოფო კალანდაძე.