ოთხშაბათის საღამოა, “იმედზე” ახალი შოუ ახალ დაწყებულია. როგორც ყველა გადაცემა, ესეც დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ გადავახვიე და მოვემზადე საყურებლად 🙂 სილქნეტს ვუწევ რეკლამას :)) სამი დაბნეული წამყვანი, ჟიურის ხუთი წევრი(მათზე არაფერს ვიტყვი:) ) წამყვანები ამ გადაცემას ამშვენებენ:)) “სიყვარულის და ვნების ტური” – თუ რაღაც მსგავსის ტური ქვია 🙂 ოჰოჰო 🙂 ცეცხლს უნდა ველოდეთ 🙂
პირველი გამომსვლელი – ლელა წურწუმია და მისი მეწყვილე. “ვინაა ეს შიშველი ქალი?”, კაბა ვინ შეუკერა ნეტა? – სერიოზული სახით კითხულობს მარიამი:) ვინ და ქართველი LADY GAGA:)) ვპასუხობ ღიმილით 🙂 მაგრამ, ლედი გაგას უხდება ის კომბინიზონი თუ რაცაა 🙂 ლელას კიდევ ცელულიტებს უჩენს :)))) “ქალის სურნელი” – ჩემი საყვარელი ფილმის საყვარელი მომენტი უკეთეს ინსცენირებას ველოდი:) გული ძალიანაც არ დამწყვეტია, გადავიტან როგორმე! 🙂
შემდეგ: ლევან როსტოშვილი და ვიღაც გოგო 🙂 პრომოში “როსტო” გვპირდება, რომ აგვატირებს. ვაა, ნეტა რა უნდა გააკეთოს, დიდის ამბით ველოდები. გამოვიდა ლევანი სცენაზე და სიცილით მოვკვდი :)))))))))) ჰა ჰა ჰა!!! :)) ისეთ მოძრაობებს ასრულებს, ლამისაა ვიტირო სიცილისგან:) ამას გულისხმობდა ალბათ გატირებთო, რომ დაგვპირდა:) გადავიტანეთ :)))))
თიკო სადუნიშვილი და მისი მეწყვილე აპლოდისმენტებს და ჟიურისგან უმაღლეს ქულებს იმსახურებენ. ცუდი არ იყო, მგონი… 🙂
ქრისტინე იმედაძის და გიორგი ბარბაქაძის წყვილი აშკარად არ გავდა სხვებს და რუმბაც როსტოსთან შედარებით, მართლაც რომ პროფესიონალურად შეასრულეს. კარგი იყო, მართლა მომეწონა! მომწონს ეს გოგო.
ჟიური: ნინო ანანიაშვილს ძალიან უხარია, რომ “ჩვენ არ ვწყვეტავთ თქვენს ბედს, მაყურებლისთვის მოგვინდია sms-კებიიი:))” – უკომენტაროდ 🙂 ეტყობა ვნების ქარიშხალი ძალიან მოქმედებს მასზე:) ჟიური ამ შემთხვევაშიც გულუხვია.
რა კარგი რამეა სილქნეტი:) (ისევ რეკლამა, სამწუხაროდ ფულს არავინ მიხდის ამაში:)) ) რეკლამას გადავახტი და შემდეგ მონაწილეს შევცქერი იმედიანი თვალით:)))
სამორი ბალდე ტანგოთი! ეს ბიჭი დიდად არ მომწონს თავისი კიკინებიანი თავის გამო(სუბიექტური ვარ აშკარად), მაგრამ კარგად ცეკვავს:) დიზაინერი გოგოებს ეტყობათ, რომ საერთო ყავთ: სამორის წყვილი VS ლელა :)) ცეკვა კარგია, შესრულებასაც არაუშავს, ფინალი კიდევ უკეთესი! ამ წყვილს შორის LOVE STORY- ია მგონი:)
კაბუ ნერვებზე მოქმედებს თავისი საუბრით:( ყარაბაღიდან ანტიპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ:) ეს ჟიურის ბოლო წევრი კიდევ მაგრად მახალისებს 🙂 ნეტავ სად ნახეს? :)) დღეს ჟიური ძალიან მოწყალეა, ბატონი გოჩას გარდა( გვარი ვერაფრით დავიმახსოვრე).
ისევ რუმბა და იგლესიასის Hero. კოშკელიშვილის მეწყვილეს ნუკი ქალთევზას ფორმაში ხელში აყვანილი შემოჰყავს. კარგად გამოიყურებიან:) ცეკვაზე მეტად მოცეკვავის მორთულობა იპყრობს ჩემს ყურადღებას:) ბატონი გოჩა ნუკის ხერხემალს უწუნებს:))
(უი, რუსკას კაბა როგორ ლანდავს!) :))
ისევ ტანგო:) კრისტი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ცეკვაც მომეწონა. აგრესიული ტანგო ყოფილა.. არა, კი ვიფიქრე, ძალიან აგრესიულად იქცეოდა ის ბიჭი 🙂
წყვილი ჟიურიმ აშკარად დაჩაგრა)
არ შემიძლია ამ კაცის ატანა! ინგლისური აქცენტით რომ საუბრობს და კაბუზე მეტად იტყლარჭება:)))
ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მაგარი წინ მელოდა. ქორეოგრაფების ცეკვამ გამაბრუა. wow! მაგარია მართლა! აქამდე თურმე არაფერი ყოფილა 🙂
აუტსაიდერები ნერვიულობენ, რამდენიმე წამიც და … ცნობილი გახდა, რომ…. მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს კრისტის და ლევანის წყვილი
გულდაწყვეტილ წყვილს თამუნა მიქელაძე უმღერის(მომღერალია:)) )
დიზაინერი! :)))))))))))))